ცოტნე გამსახურდია: გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა!

გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა!

ახალგაზრდებმა იუმორისტულად ბიძინეს ხატები როგორ დაწერესო! რელიგიური გრძნობების შეურაწყოფააო!

ის არ არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ყურადღებიანებო, ქურდ-ბაცაცებით და ყაჩაღებით რომ სავსეა ეკლესია?!

ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ “რაზბორკებსა” ჰგავს?!

არც ის შეურაცხგყოფთ, 46 სინოდის წევრი ეპისკოპოსიდან ერთს რომ აქვს სასულიერო განათლება მხოლოდ?!

იმაზე რას იტყვით, სამების ტაძარში მომხდარი ხანძრის დროს სამი მილიონი ლარის ძვირფასეულობა რომ მოიპარეს ღვდლებმა და ზარალი ისევ ჩვენი ჯიბიდან აუნაზღაურეს?! ქვეყანაში, სადაც 70 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს…

საბანმოხურულ, ნახევრადმძინარე ადამიანებს რომ დილის ხუთ საათზე ცივი წყლით არბევენ იმიტომ, რომ ვიღაც უმაქნისი, გადაგდები ფულის ტომრები კომფორტულად შებრძანდნენ პარლამენტში, ეს არ არის ქვეყნის, ხალხის შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ქრისტიანებო, თქვენა?!-წერს ცოტნე გამსახურდია.

პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა. ახალგაზრდები ადგილზე „ხატებით“ მივიდნენ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. მათ ადგილზე სანთლები დაანთეს და იგალობეს. აქტივისტების თქმით, ინსპირაცია „ბერი ნარიმანის მრევლი იყო“ და ამ ფორმით მათ ცოცხალი ადამიანის გაფეტიშება გააპროტესტეს. მათივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს მხარდამჭერები ღმერთად აღიქვამენ და ეს მათთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტთან არ უშვებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მე თამარ ჩუგოშვილს კომპეტენტურად არ მივიჩნევ