ცოტნე გამსახურდია: ესენი რაზე ფიქრობენ? მონად წასული დედა ფულს როდის გამოუგზავნის?

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

“ჩემამდე არ დადის, როგორ უნდა აამაღლო სწავლების სტანდარტი გამოცდის გაუქმებით. ლიბერალის რედაქტორის გვერდზე ეს კითხვა დავუსვი ექსპერტებსაც, მაგრამ უშედეგოდ. ის, რომ სკოლა ცოდნას ვერ აძლევს და აძლევს რეპეტიტორი, ეს გამოცდების გაუქმებით კიარა, სწავლების დონის ამაღლებით უნდა გადაწყდეს, არა?

სუსტი ფსიქოლოგიის ტიპი არ ვარ, ალბათ მოგეხსენებათ, მაგრამ დავიღალე… საერთოეროვნული დაყლევება გვჭირს და აჰა, რანდა ქნა… როცა სსრკ იყო და ძალით გვიკეთებდნენ, კიდევ მეტი იმედი და ბრძოლის სურვილი იყო, თავს ვიტყუებდით, ასეთები არ ვართ, ძალით გვახვევენ თავსო. თურმე იმაზე უარესებიც ვართ,ვიდრე გვეგონა. მე ვერ წარმომიდგენია მეტნაკლებად წარმატებული, შემდგარი ქვეყნის უფროსკლასელების უდიდეს ნაწილს როგორ უნდა უხაროდეს ასე უსაქმურობა, გამოცდის, სწავლის არარსებობა, პლანის ქიშინის დაშვება, რა ადგილით, სად ფიქრობენ ესენი, ეს ჩვენი სადღეგრძელებელი მომავალი თაობა?! 18 წლის ინგლისელი, გერმანელი, რუსი ახალგაზრდაც კი იმაზე ფიქრობს, როგორ იბრძოლოს, გაიუმჯობესოს ცხოვრება, ისწავლოს, იმუშაოს…
ესენი რაზე ფიქრობენ? მონად წასული დედა ფულს როდის გამოუგზავნის?

ამოვიდა, რა… სულ უფრო მეტად ვფიქრობ, ავიკრა გუდა-ნაბადი აქედან”,-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიტრამი რუსეთთან ახალი სარაკეტო შეთანხმების დადებაზე ფიქრობს
შემდეგი სტატიასენატორი კორი ბუკერი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას