ცოტნე გამსახურდია: დღეს ოპოზიციური სპექტრის დაქუცმაცება-დაყოფა ხიხოს, და მის უკან მდგომი კრემლის მთავარი ამოცანაა

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

ნებისმიერ შემთხვევაში, ძლიერი ფიგურის შემოსვლა ოპოზიციურ ველზე კარგი იქნება ქვეყნის გადარჩენისათვის. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ერთპარტიულობა, უნდა დამთავრდეს ხიხოს რუსული რეჟიმი და ეს თქვენს სიმპატია-ანტიპატიებზე უფრო მნიშვნელოვანია. თუ დაკვირვებიხართ, მე პირადად ვცდილობ ესა თუ ის სერიოზული და არაოდიოზური ოპოზიციური ძალა არ ვაკრიტიკო, თუნდაც ძალიან ბევრი ცუდი ჰქონდეს ჩადენილი ჩემს წინაშე…

დღეს ოპოზიციური სპექტრის დაქუცმაცება-დაყოფა ხიხოს, და მის უკან მდგომი კრემლის მთავარი ამოცანაა. მოგწონთ თუ არ მოგწონთ მამუკა ხაზარაძე, თავის პლიუსებითა და მინუსებით, სერიოზული ფიგურა იქნება ამ ბრძოლაში და მე ყველას ვურჩევდი, იმავ მიხეილ სააკაშვილსაც, არ არის საჭირო ნეგატიური დღის წესრიგის შედგენა და დესტრუქციულ ქმედებე ბზე გადასვლა. შესაძლოა, ხაზარაძე, როგორც მესამე ძალა, ნაცმოძის ფლანგისთვის ისეთივე კონკურენტია, როგორც ქოცებისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის ოპოზიცია რაც უფრო ძლიერი, რესურსების მქონე ფიგურებით იქნება დაკომპლექტებული, უკეთესია. ახლა მაინც დააყენეთ ქვეყნის ინტერესი ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა! ამავე დროს, დიდია ალბათობა იმისა, რომ ოპოზიციურ ძალებს 2020 არჩევნების წინ გაერთიანება მოუწიოთ, ან – კოალიციაში მონაწილეობა არჩევნების შემდეგ. ხიდების დაწვა არ არის პოლიტიკოსის საქციელი!

მით უმეტეს, რომ ხაზარაძე არ არის ნეგატიური, ოდიოზური პერსონაჟი. რას შექმნის და შეძლებს პოლიტიკაში, მომავალი გამოაჩენს. ქოცი ბოტების ნაბოდვარი და მათი, ვინც არ იცის, რომ ბანკიდან აღებულ სესხს დაბრუნება სჭირდება, არ მაინტერესებს!

პ.ს. არავითარი ბიზნეს- და ფინანსური ურთიერთობა მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არ ვაპირებ. თუ მისი ბანკის კლიენტობას არ ჩავთვლით…

 

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მერმა ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს – „ვირო მადლიო“