ცოტნე გამსახურდია: ცუდია, რომ ჩემი საქმის ხელახლა გამოძიებას ოთხი წელიწადი დასჭირდა

ცუდია, რომ ამ ყველაფრის ხელახლა გამოძიებას ოთხი წელიწადი დასჭირდა, მაგრამ სასიხარულოა, რომ როგორც იქნა გაირკვა ფაქტობრივი გარემოებები, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ პროკურატურის გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც მისი განაჩენის გადახედვას ითვალისწინებს.

გამსახურდია იმედოვნებს, რომ დანარჩენ ეპიზოდებზეც შესაბამისი შედეგი დადგება.

„გაირკვა ის, რის დამტკიცებასაც მე წლების განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
მე სხვა ბრალდებებით 15 წელი მქონდა მოსჯილი და სააკაშვილის დროს კიდევ ორი საქმე თაროზე იყო შემოდებული, ფაქტობრივად სამუდამო მქონდა. მაგრამ ამ საქმეებზე მე ბრალი პროკურატურამ 2013 წელს მომიხსნა. ასევე, ჩემს მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობაზე განცხადებას პროკურატურა უკვე რამდენიმე წელია განიხილავს და იმედია, რომ დანარჩენ ეპიზოდებზეც შესაბამისი შედეგი დადგება“, -აღნიშნა გამსახურდიამ.

ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, გიორგი ბებუა პროკურატურის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ სხვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების საქმეები გადაისინჯება.

„იმ პერიოდში, რა დროსაც ჩვენ მოვყევით ამ რეპრესიებში, ბევრი პიროვნება იყო მსგავს სიტუაციაში და სასურველი იქნება, თუ ყველა საქმე გადაისინჯება, ვინც უკანონოდ თვლის თავის დაკავებას,
მე ვმუშაობდი კუდ-ში, ვიყავი ოფიცერი და ერთ-ერთ ხელმძღვანელ პიროვნებასთან, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მქონდა რაღაც უთანხმოებები. იყო კონკრეტული დავალებები, რაზეც ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე ვქთვი უარი. ამის შემდეგ იყო დაპირისპირება და დასრულდა იმით, რომ ჩემთვის გასაოცრად წარმიდგინეს ბრალდება, რაშიც წვლილი საერთოდ არ მიმიძღვოდა“, -განაცხადა ჟურანლისტებთან ბებუამ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: პროკურატურა ტერორის ინსტრუმენტი აღარ არის
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი: „ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება“