ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს გაკეთებულ განცხადებას ახსენებს

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

“რუსეთმა კიდევ ერთხელ გადმოსწია საზღვარი და უკვე ავტობანიდან 400 მეტრში იმყოფებიან. ბიძინე და მისი ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ წყნარად უნდა ვიყოთ და არ გავაღიზიანოთ… ოღონდ თვითონ ნუ შეეხებიან და ჭამას ნუ დაუშლიან, და თუნდაც თბილისამდე მოვიდნენ!
რაღაც უნდა ვქნათ, ხალხო! გარწმუნებთ, რომ ოკუპანტები იძულებული იქნებიან სამოქალაქო მშვიდობიან პროტესტს ანგარიში გაუწიონ! ამავე დროს, მასშტაბური აქცია დაუბრუნებს ამ საკითხს იმ აქტუალობას, რაც ქოცების დიდის მცდელობით დაკარგა!
2013 წლის 24 ივნისი, ბიძინა ივანიშვილი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით:
“…ჩვენ მაქსიმალურად ავწიეთ ეს თემა და ამას გავაგრძელებთ, მაგრამ არ მინდა, რომ ისტერიკაში ჩავვარდეთ და გავაკეთოთ უფრო მკაცრი განცხადებები, ეს არ ჯდება თავად რუსეთის ინტერესებში იმის შემდეგ, რაც ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იგრძნობა ბევრი პოზიტიური ქმედება – მუდმივი რეისები შეიძლება დაინიშნოს. ვიზის გაიოლებასა და გაუქმებაზეა საუბარი. ამის პარალელურ რეჟიმში კი, ასეთი პროცესების მიმდინარეობა აბსოლუტურად გაუგებარია და ბევრ კითხვას ბადებს”.

 

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: კახი კალაძეს ,,მალადეც!”
შემდეგი სტატიატრამპი ვარშავას ეწვია