ცოტნე გამსახურდია: ამოიცვა კალოშივით არქიფომ ეს ქვეყანა

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანებადიდი ამბავი ახლა მეტროს სადგურის ჭერი თუ ჩამოიშალა, ქვეყანა ჩამოშალეს და ხმა არ ამოგიღიათ… ამოიცვა კალოშივით არქიფომ ეს ქვეყანა, თავის სანერგედ აქცია!

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სულ ~20 პროცენტი თუ უჭერს მხარს: ვისაც აჭმევს და მათი ნაცნობ-მეგობარ-ოჯახისწევრები. განა მათ არ იციან ვინ არის, მაგრამ სხვა ყველა და ყველაფერი კიდიათ. დიდად არც დაფიქრებით იკლავენ თავს. კითხვის სწავლა რად მინდა, როცა ხორცის სუნი ვერსის იქეთა მცემსო, ვითარცა უბნობდა შარიკოვი ბულგაკოვის ცნობილი პიესიდან.

ჰოდა, კი მისცა შარიკოვებს საძიძგნად ეს ქვეყანა. მეტი რა უნდათ? ამაზე უარესია, რომ დანარჩენი 75-80 პროცენტი ჩუკენობით და მიმომწვილველობით არის დაკავებული. დიმიტრი გელოვანს ელოდება, ისიც – თავის გასამართლებლად. და ამასობაში იმ 20 პროცენტში მოხვედრაზე ოცნებობს…

აი, რა ყოფილა ქართული ოცნება-წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ გიორგი საკარულს ფეხი აქვს მოტეხილი
შემდეგი სტატია” თაიმერს“ ხელთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავი სიის ფრანგმეტი ჩაუვარდა