აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, რომელშიც წერს, რომ ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას დღესაც ვერაზე მდებარე პატარა (ატელიეს) მფლობელისგან იღებს, რომელიც ადრე მეწაღე იყო და მისი ძველი მეგობრებისგან, მცხეთის სალობიედან.
„სააკაშვილს ინფორმაციის მიღება არ უჭირს, უჭირდა ყოველთვის მისი გააზრება. ამიტომაც მმართველობით დაემსგავსა „მურვან ყრუს“, – წერს ანანიძე.
















