18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგს ეხმაურება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტკიცებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მონაცემების ამსახველია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„აქ, ორიდან ერთი, რეალობაა: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან – იქნებ, ვინმემ დაიჯეროს“,- წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისთვის, “კოლაიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა კვლევის სლაიდი, რომელზეც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო შიდა კვლევის შედეგს ასახავს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია მმართველ პარტიას უგებს.

banner
წინა სტატიაშისაბა ბუაძე: ფასების შემცირება კი არა, ხელისუფლების საზრუნავი უნდა იყოს მოქალაქეების შემოსავლის გაზრდა
შემდეგი სტატია“ერთადერთი, რაც ფასების კომისიამ “დაადგინა”, არის ის, რომ ბატონი კობახიძე, მატყუარაა”- ტატა ხვედელიანი