ცოტნე გამსახურდია: ფრთხილად იყავით, თუ გიყვართ დედა, ოჯახი, ცოლი, შვილი, გამზრდელი!

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

„რა ჯობს ქვეყნისთვის: მივიღოთ „ნაცმოძრაობა“ 2, რომელიც ჩამოაყალიბებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და შემდეგი 4 წლის მანძილზე მივიღებთ თავგასულ, მიუწვდომელ, გაზულუქებულ მინისტრებს, რომლებიც დიდი ალბათობით, ნებსით და დემოკრატიულად არ დათმობენ ძალაუფლებას, თუ ცოცხალ-მკვდარმა „ნაცმოძრაობამ“ მიიღოს კიდევ 5 მანდატი, რომელიც მას არავითარი კარდინალური ცვლილების განხორციელების საშუალებას არ მისცემს?“ – ამ რიტორიკულ კითხვას სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტენ გამსახურდია სვამს და პასუხსაც თვითონ სცემს:

„მგონი, პასუხი ნათელია: ხსენებული ხუთი, არაფრისმთქმელი მანდატი!“
ამასთან, ცოტნე გამსხურდია ხაზს უსვამს, რომ ამას წერ კაცს, ვინც კარგად იცის ერთპიროვნული მმართველობის შედეგების შესახებ და ვინც „ნაცმოძრაობის“ დიქტატურასთან ბრძოლას შეალია წლები, ჯანმრთელობა და ფინანსები.
„ფრთხილად იყავით შეფასებებში, თუ გიყვართ დედა, ოჯახი, ცოლი, შვილი, გამზრდელი,“ – წერს გამსახურდია 8 ოქტომბრი არჩევენბის მოკლე ანალიზაც აკეთებს:
„დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს 67 მანდატი პროპორციული და მაჟორიტარული სიით, ხოლო „ნაცმოძრაობას“ – სულ 27. მეორე ტური დანიშნულია 50 ოლქში. ეს ტურები, ოთხიოდეს გამოკლებით, „ნაცმოძისა“ და „ოცნების“ კანდიდატებს შორის ტარდება. თუ „ქართული ოცნება“ მოიგებს მეორე ტურის არჩევნებს, კიდევ 46 ოლქში, იგი იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. თუ „ნაცმოძრაობა“ მოიგებს არჩევნებს კიდევ 5 ოლქში მაინც, „ოცნება“ ვეღარ მიიღებს სასურველ 46 მანდატს.“

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ამომრჩეველი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციებში და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას”
შემდეგი სტატიაKFC-ის ქათმის ფრთები – თარხან მოურავი განმარტებას აკეთებს