„ცოტას დავისვენებ“ – დავით ნარმანიამ თანაგუნდელებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

დღეიდან თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება, საუბარია ასევე იმაზე, რომ კალაძე ახალ გუნდს დააკომპლექტებს. დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია კი გასულ სამ წელს მნიშვნელოვნად აფასებს, თუმცა საკუთარ სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს:

„ეს სამი წელი და სამი თვე ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით, ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომლის ნაწილიც ჩვენი აქტიური მუშაობით და ძალისხმევით დაძლეულია, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღემდე რჩება გამოწვევად, ეს არის ტრანსპორტთან დაკავშირებული ნაწილი, საცობები ქალაქში, რაც ყურადსაღებია და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება განსახორციელებელი მომავალშიც, რომლითაც ჩვენ შემდეგ უკვე ამ თვალსაზრისითაც მოწესრიგებული ქალაქი უნდა გვქონდეს. ახალ მერს თავის პროგრამაში ეს ყველაფერი სათანადოდ აქვს წარმოდგენილი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის ყოფილმა მერმა თანაგუნდელებს და თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ნარმანია არ აკონკრეტებს, რა თანამდებობას დაიკავებს და არსებობს თუ არა შემოთავაზება. დავით ნარმანიას თქმით, ცოტას დაისვენებს და საზოგადოებისთვის შემდგომ გახდება ცნობილი, სად გააგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაში„არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე“ – იან კელი
შემდეგი სტატიაქუთაისში ერთ-ერთ სამორინეში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა