“ცოტა უცნაურია ეს პოზიცია, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს და თავის აზრს არ უნდა გამოხატავდეს ამ ძალიან მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით”

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ განცხადებებს სასულიერო პირები ეხმაურებიან.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ამბობს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები უცნაურია.

“ცოტა უცნაურია ეს პოზიცია, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს და თავის აზრს არ უნდა გამოხატავდეს ამ ძალიან მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით. არ ვიცი რატომ ფიქრობს ქალბატონი სალომე ასე, კონკორდატთან მიმართებაშიც ძალიან კარგი იქნება თუ სახელმწიფო შეძლებს და გაააქტიურებს კონკორდატის მუხლების მიხედვით თანამშრომლობას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის,”-ამბობს მეუფე ანდრეა.

banner
წინა სტატიაში,,რაის სიტყვის თავისუფლება მიგაქვს, პატარა, ხომ არ გაჟრიალებთ ტანში, რა”?
შემდეგი სტატიამღვდლებზე და მღვდელმთავრებზე მიტანილი იერიშის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სასულიერო პირები პასუხობენ