“ცოტა უცნაურია, დაწყებული ზაფხულიდან, ამდენი ხანძარი ქვეყანაში” – კილაძე

სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ცაბაძის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს- აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.
„თუ არსებობს კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს. მართლაც, ცოტა უცნაურია, დაწყებული ზაფხულიდან, ამდენი ხანძარი ქვეყანაში, ეს ძალიან ცუდია და ამან დიდი ზიანი მიაყენა მთლიანად ქვეყანას. ძალიან მძიმე იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც ლუკმა-პურს შოულობენ ამ ბაზრობაზე. მგონია, რომ შესაძლებელია აქ კითხვის ნიშნები დაისვას. თუმცა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გაჩენილი ხანძარი ხელოვნურად“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება
შემდეგი სტატია“გამოძიება გაარკვევს მიზეზებს და გაგაგებინებთ დამატებით დეტალებს“ – მეზვრიშვილი ხანძარზე