14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ცოფის შემთხვევა ბანძაში-ძაღლმა სამი ადამიანი დაკბინა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში ძაღლს, რომელმაც რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. აღნიშნული შემთხვევის გამო სოფელსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კარანტინი გამოცხადდა.

ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია სამი დაზარალებული, რომლებიც შესაბამის ვაქცინაციას გადიან. პარალელურად, გრძელდება სხვა შესაძლო კონტაქტების გამოვლენა და მონიტორინგი.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, როზა ჯანაშია, ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ძაღლს ცოფის დიაგნოზი ლაბორატორიულად დაუდგინდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ბრალი წაუყენეს რუს გენერალს. მისი ბრძანებით 80 ბავშვი დაატყვევეს და აწამეს
შემდეგი სტატიასასახლის ღობის საქმე – გამომძიებელმა თქვა, რომ კამერების ჩანაწერების გამოთხოვა და საქმის მასალებში ჩადება საჭიროდ არ ჩათვალა