10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ცოფი და პასტერელოზი: რუსეთში ცხოველებში ეპიდემიური აფეთქების გამო ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ბელარუსმა შეზღუდვები დააწესეს

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში ცხოველებში ეპიდემიური აფეთქების გამო ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ბელარუსმა შეზღუდვები დააწესეს.

შეზღუდვების მთავარი მიზეზი ნოვოსიბირსკის ოლქში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ადასტურებს, რომ რეგიონში გავრცელებულია ცოფი და პასტერელოზი.

პასტერელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზეც გადავიდეს, თუმცა, როგორც წესი, შედარებით მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს და მაღალი ლეტალობით არ ხასიათდება. მიუხედავად ამისა, რეგიონში უკვე გამოცხადებულია კარანტინი და დაწყებულია პირუტყვის მასობრივი ხოცვა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.

პარალელურად, მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ ნოვოსიბირსკის ოლქში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების გავრცელების გამო, მეზობელმა სახელმწიფოებმა: ყირგიზეთმა, ყაზახეთმა და ბელარუსმა მკაცრი ვეტერინარულ-სანიტარიული შეზღუდვები დააწესეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელარუსი, სადაც კარანტინი გამოცხადდა, საქართველოსთვის საქონლის ხორცის მთავარი იმპორტიორია.

მედიის ცნობით, უკვე დაიწყო ადგილობრივი ფერმერებისთვის პირუტყვის ჩამორთმევის პროცესი. 23 მარტის მონაცემებით, კომპენსაცია თითქმის 200-მა ოჯახმა მიიღო, თუმცა ფერმერთა ნაწილი პროცესის გამჭვირვალობასა და დაავადების რეალურ მასშტაბებს ეჭვქვეშ აყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე აქცენტს შედარებით ნაცნობ ინფექციებზე აკეთებს, მეზობელი ქვეყნების მიერ დაწესებული მასშტაბური ბლოკადა მიანიშნებს, რომ საფრთხე შესაძლოა იმაზე სერიოზული იყოს, ვიდრე ოფიციალურ განცხადებებში ჩანს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტის განცხადებით, რეგიონში გავრცელებულმა ინფექციამ პასტერელოზმა „არასტანდარტული ფორმა“ მიიღო და მუტაცია დაიწყო.

სწორედ ამით ხსნის ხელისუფლება იმ მკაცრ ზომებს, რაც 2026 წლის დასაწყისიდან ხუთ რაიონში გატარდა.

banner
წინა სტატიაშიკირ სტარმერი: მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტის სწრაფად დასრულება და შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს
შემდეგი სტატიაირანში აცხადებენ, რომ აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა