ცომაია განმარტავს, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის კვეთის დახმარებაში ბრალდებული ელგუჯა ცომაია განმარტავს, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანა.

„ეს ხდება 2021 წლის დაახლოებით, ახალი წლის შემდეგ. შევხვდი ქალაქ კიევში, საწყობია კახპევსკის ქუჩა #46-ში. დიდი სავაჭრო ცენტრია და მხოლოდ მე არა, ყველა იქ დადის. მოვიდა გია ლორთქიფანიძე, მან იცოდა ჩემი საქმიანობა, რომ მყავდა მანქანები და დავდიოდი. ასეთი რამ თქვა, შევძლებ თუ არა მე კაცის გადაყვანას საქართველოში.

ვუთხარი, მაქვს ასეთი პრობლემები, თუ რამეში დამეხმარები, თქვეც რამეში უნდა დამეხმაროთ ჩემივე პრობლემებიდან გამომდინარე – მეთქი. მითხრა, ვეცდებიო. არც მაშინ უთქვამს მაგას რამეს გავაკეთებ ან არ გავაკეთებ. შემდეგ მითხრა, შეძლებ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასო.

რა თქმა უნდა, თქვენ ყველა თვლით,რომ დამნაშავე ვარ, მეც ვთვლი,რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩემთვის, მაგალითად იმ მომენტში როცა ეს მითხრა, მე საკუთარი თავი დამნაშავედ არ ჩავთვალე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ეს მანდო. ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი. მერე წამოვედი საქართველოში, მერე ისევ წავედი უკრაინაში და მერე დავბრუნდი საქართველოში და მეუღლეც გარდამეცვალა. ვიყავი განერვიულებული, 40 დღეა გასული. მირეკავს გია ლორთქიფანიძე. ამ დროს ვარ ქალაქ აბაშაში, ჩემს სახლში, ეს იყო 15-16 სექტემბერი. რომ დამერეკა, მითხრა, უნდა წამოხვიდეო. ავიღე ბილეთი. ჩვენ ერთმანეთს WhatsApp-ით ვურეკავდით, მეტი ტელეფონი არ მქონდა. მითხრა წამოდი უკრაინაშიო, რაზედაც მე დავთანხმდი.

დავიტვირთე და წავედი ოდესისკენ. გემი უნდა ყოფილიყო 27 სექტემბერს, მაგრამ მაშინ რაღაც პრობლემები იყო გემის გრაფიკთან დაკავშირებით და ისე მოხდა, რომ 27 სექტემბრის ნაცვლად, 26 საღამოს უნდა წასულიყო გემი, ილიჩოვსკის პორტიდან. ამ დროს ისევ ვურეკავ გია ლორთქიფანიძეს. ვუთხარი, გემი არის 26 რიცხვში და უნდა გავყვე, ბილეთიც ნაყიდი მაქვს-მეთქი. მითხრა, რომ პრობლემა არ არისო. პორტის შესასვლელთან, დაახლოებით კილომეტრნახევარში იყო ბენზინგასამართი სადგური და იქ დავდექი. ვუთხარი,რომ მიხეილ სააკაშვილი იქ უნდა მოსულიყო. ღამე იყო დაახლოებით 8-9 საათი იყო. ვიჯექი კაბინაში და ისე მოადგა მანქანა უკან, არც ჩამოვსულვარ. მე იმის მერე ჩამოვედი მანქანიდან, როცა ის მანქანა წავიდა. ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილიც. კაცს პირველად ვხედავ, ბოლოს და ბოლოს, მესამე პრეზიდენტი იყო, მივესალმე. მე ჩავჯექი კაბინაში. მიხეილ სააკაშვილი ავიდა ზევით, საწოლზე. გამომდინარე იქიდან რომ უკრაინაში ხშირად დავდივარ და რამდენიმე წელია არც მებაჟეს და არც მესაზღვრეს ისე არ გაუსინჯავს, როგორც არის (წესი) და ჩვეულებრივ შევედით გემზე. ამგვარად გავიარეთ ეს პროცედურები“,- განაცხადა ცომაიამ

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
შემდეგი სტატიაიყო რისკი, რომ აეროპორტში ადგილი პროვოკაციებს ექნებოდა – ადვოკატი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე