ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული თორნიკე ნაგლიაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ნაგლიაშვილის ადვოკატმა განუცხადა.

თორნიკე ნაგლიაშვილი ყოფილი მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას, მუქარას და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა”-აკაკი ზოიძე
შემდეგი სტატია,,მომწონს ინიციატივა, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების ნაწილი იმ ადგილებში დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს”