ცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, ქ. რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრეზიდენტი – თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება