23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა

რუსთავი 2-ის ცნობით, ცოლზე ძალადობაში ბრალდებულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს და წერს, რომ სიგუა ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური შეაბეს. პოლიციის პოლკოვნიკ სიგუას ცოლი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ცოლის მიერ ძალადობაში დადანაშაულებული იოსებ სიგუა რამდენიმე დღის წინ დააწინაურეს და შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, წარსულში იოსებ სიგუას დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვას ედავებოდნენ. ის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზეც იყო მისული, სადაც გამოკითხვას თავი ვერ გაართვა და საკუთარი თანამდებობრივი მოვალეობაც ვერ განმარტა.

banner
წინა სტატიაშიმედია: უკრაინის თავდაცვამ აზოვის ზღვაში 21 რუსულ ტანკერს დაარტყა
შემდეგი სტატიაივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი