“ცოლმა მოკლა, დაძინებულს დაარტყა…”- ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმე

კასპი მკვლელობა

ახალგაზრდა მამაკაცის საქმე რომელიც კასპის სასაფლაოზე ყელგამოჭრილი იპოვეს თავდაყირა დგება – ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილს შესაძლოა ქმრის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენონ.

“ნაღდია, ცოლმა მოკლა, დაძინებულს დაარტყა…ბავშვები იყვნენ და ცოლი სახლში და ვინ გამოდის დამნაშავე”, – ამბობენ მამაკაცის ახლობლები ტვ პირველთან.

ნოდარ მელაძის შაბათის ცნობით, მამაკაცი იმ დროს მოკლეს, როცა მას ეძინა. ნაპოვნია სისხლის კვალი და დიმედროლის ამპულა. ცხედარი კი სასაფლაოზე აიტანეს და ხევში გადააგდეს.

”ეს იყო ნათრევი რა, ჩაფიქრებული ჰქონდათ, რო დაემალათ ცხედარი”, – ამბობს მამაკაცი .

ნოდარ მელაძის შაბათის ანონსიდან ვიგებთ, რომ პოლიცია ცდილობდა სკანდალური რეპორტაჟის ეთერში არ გასულიყო და მომკლულის დედის გაჩუმებას ცდილობდნენ, თუმცა დღეს, საღამოს 8 საათზე ყველაფერს მოყვება ქალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მძინარე შვილი საკუთარმა რძალმა მოუკლა.

“მე სინამდვილე უნდა დავადგინო”, – ამბობს მოკლულის დედა.

წყარო: TV პირველი

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: ივნის-ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება
შემდეგი სტატიახვალ მარტვილის ეპარქიაში შესაძლოა, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდეს