ცოლის ჩაქუჩით ცემისთვის ბრალდებულს 1 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გასული წლის 3 ნოემბერს ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ცოლს ზურგის არეში ჩაქუჩი ჩაარტყა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. ბრალდებულმა დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც მას პირობითი ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, დაახლოებით 9 თვის განმავლობაში, საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 3 137 შემაკავებელი ორდერი გაიცა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობა უფუნქციოდ დარჩა – შოთა შალელაშვილი
შემდეგი სტატიაფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება