ცოის უზარმაზარ კედელზე გაჩნდა წარწერა “ცოი მოკვდა”

ცოის უზარმაზარ კედელზე გაჩნდა წარწერა

14უცნობმა მხატვრებმა ვიქტორ ცოის კედელზე დატოვეს წარწერა: “ცოი მოკვდა”. აღნიშნავენ, რომ წარწერა კედლის ქალაქის ცენტრში არსებობის პროტესტის ნიშნად გაკეთდა.
“არაფერი აფუჭებს მუსიკას ისე, როგორც მისი ფანები” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მხატვრებმა გაავრცელეს, რომლებიც კედელს “ქალაქის წყლულს” უწოდებენ, სადაც სტაბილურად იკრიბებიან უსახლკაროები და “საზოგადოების სხვა ნაყარი ნაწილი” – წერია განცხადებაში.

წარწერა წუხელ გაკეთდა, მაგრამ დილით ის უკვე გადაღებეს ცოის ფანებმა.

არბატის კედელზე ვიქტორ ცოისადმი მიძღვნილი წარწერები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მუსიკოსი, რომელმაც საბჭოთა რეალობაში თავის სიმღერებში აუცილებელ ცვლილებებზე იმღერა, ავტოკატასროფაში მოყვა და გარდაიცვალა.
ვიქტორ ცოი საბჭოთა ახალგაზრდების საკულტო მომღერალი იყო.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ყველაზე გრძელი ცხვირის კონკურსი ჩატარდა
შემდეგი სტატიაშხამიანი ფრთიანი თევზები თურქეთის სანაპიროსთან გამოჩნდნენ