NBC-სთან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თქვა, რომ “რამდენადაც იცის, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან”.
„თითქმის ყველა ოფიციალური პირი უსაფრთხოდ არის. შესაძლოა, ერთი ან ორი მეთაური დავკარგეთ, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა არაღჩიმ.
„ირანის წინააღმდეგ ნეთანიაჰუსა და ტრამპის ომი არაპროვოცირებული და უკანონოა. ტრამპმა „ამერიკა პირველ რიგში“ აქცია „ისრაელი პირველ რიგში“, – დაწერა არაღჩიმ X-ზე.
















