“ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე!” – თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე

“ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!”, – ამის შესახებ თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ პროფესორ გიორგი გახელაძეს თბილისში, უკვე მეოთხე დღეა, ეძებენ. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახი და მოხალისეები.

ოჯახის ცნობით, 57 წლის კაცს ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 599311090.

banner
წინა სტატიაში“გირჩი-მეტი თავისუფლება” ALDE-ს სრულუფლებიანი, “დროა” კი აფილირებული წევრი გახდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე – სალომე ზურაბიშვილს სადაც შეუძლია, რომ ზიანი მიაყენოს ქვეყანას და საზოგადოების უსაფრთხოებას, იქ ამ შანსს ხელიდან არ უშვებს