ცოცხალი თავით ბრალდების მხარე არ ამხელს მოწმეებს – კონდახიშვილი მელიას პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მოირგი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. მხარეები სხდომათა დარბაზში უკვე შევიდნენ. დაცვის მხარემ ამჯერადაც არ იცის რომელი მოწმეების გამოკითხვას აპირებს პროკურატურა დღევანდელ პროცესზე.

“სამწუხაროდ, მიუხედავად მოსამართლის მითითებისა, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ამ ფორმატით უნდა გვემუშავა, დღემდე, ცოცხალი თავით ბრალდების მხარე არ ამხელს იმ მოწმეების ვინაობას ვის დაკითხვასაც ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე და სართოდ მტკიცებულებების გასაჯაროვებას. ეს არის საკმაოდ უცნაური, ვერ აიხსნება ეს შიშები რატომ არ უნდა გახდეს წინასწარ მახრისთვის ცნობილი რა ფორმატით ვმუშაობთ”, – თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილი.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადეკანოიძე ნინოწმინდაზე – სახელმწიფოს გულგრილობა ახალისებს კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ