Coca-Cola-ს მარსელის ქარხანაში კოკაინის პაკეტები აღმოაჩინეს

Coca-Cola-ს მარსელის ქარხანაში კოკაინის პაკეტები აღმოაჩინეს

2Coca-Cola-ს მარსელის ქარხნის თანამშრომლებმა ქარხნის ტერიტორიაზე 370 კილო კოკაინი აღმოაჩინეს ერთ-ერთ კონტეინერში. პარტიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 50 ათასი ევროა – ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს BFMTV ავრცელებს.
ნარკოტიკი პაკეტებშია დაფასოებული. ის ერთ-ერთ სატვირთო მანქანაში იდო, რომელიც ლათინური ამერიკიდან დაბრუნდა. ვინ და რისთვის გამოაგზავნა პარტია, ჯერჯერობით დაუდგენელია.

საფრანგეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკების დაკავება სიახლე არ არის.
2016 წლის აპრილში, მთვრალმა ქალმა პოლიციელებს კოკაინის პაკეტები გაუწოდა და სამართალდამცველებს სთხოვა შეეფასებინათ, კოკაინის ხარისხი. ქალის თქმით, მას უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ “საქონელი გაფუჭებული არ იყო”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პირველმა პრეზიდენტმა პოროშენკოს პუტინთან პირისპირ დიალოგი ურჩია
შემდეგი სტატიარუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემებია გაგზავნილი