Coca-Cola-მ და McDonald’s-მა ბლატელის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს

Coca-Cola-მ და McDonald's-მა ბლატელის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს

Coca-Cola-მ და McDonald's-მა ბლატელის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვესფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის უმსხვილესმა სპონსორმა კომპანიებმა Coca-Cola, McDonald’s, Visa და Budweiser ფიფას პრეზიდენტს ზეპ ბლატელს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდეს.
ისინი თვლიან, რომ ყოველ დღეს, როცა ბლატელი ორგანიზაციაშია, ფიფას რეპუტაციისთვის ზიანი მოაქვს.
“კომპანია კოკა-კოლა ფიფას პრეზიდენტს იოზეფ ბლატელს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადადგეს, რომ ნამდვილად გაჩნდეს ნდობა ორგანიზაციაში მიმდინარე რეფორმებისადმი” – ნათქვამია კოკა-კოლას მიერ გავრცელებულ მოწოდებაში.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპონსორები, რომელთაც ასობით მილიონი აქვთ ჩადებული ფეხბურთის ფედერაციაში, მისი ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ.
საპასუხო განცხადებაში, რომელიც 79 წლის ბლატელმა გააკეთა, მათ უარით უპასუხა.

ფიფას ეთიკის კომიტეტის 26 სექტემბეტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ფიფას პრეზიდენტს და მიშელ პლატინს შორის ურთიერთობის გამოძიებაა დაწყებული. შესაძლებელია საქმე რამდენიმე მილიონის გათეთრებას ეხებოდეს.

banner
წინა სტატიაშიოლანდმა პუტინს სამი პირობა წაუყენა
შემდეგი სტატიაკობიაშვილი დელეგატებზე: თვითონ კარგად არიან, საჭმელიც აქვთ, წყალიც და ყავაც