მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს, შსს-ში, სისტემაში, ცნობილია ვინ იყო ჩემზე თავდამსხმელი – ამის შესახებ “პირველებთან” ჟურნალისტი გურამ როგავა საუბრობს.
როგავა ამბობს, რომ პირმა, რომელიც წესითა ხალ სასჯელს უნდა იხდიდეს, მასზე განხორცეიელებული სისხლიანი ანგარიშსწორების სანაცვლოდ პრემიაც კი მიიღო.
(შსს-მ) მათ იციან ნიღბის უკან ვინ იმალება, მან ამისთვის მიიღო პრემია, ამ ფულით სახლში რემონტიც გააკეთა. შედეგი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენზე თავდასხმა, ივანიშვილის გეგმით, უნდა ყოფილიყო მაგალითი სხვებისთვის, რომ თუ არ დამემორჩილებით, იგივე მოგივათ თქვენ და მიიღო საპირისპირო, ამ უსამართლობამ და სისასტიკემ საზოგადოება უფრო მეტად განარისხა, – ამბობს გურამ როგავა
















