27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ცნობილია, ვინ არის მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა

ცნობილია, იმ კაცის ვინაობა, ვინც რამდენიმე საათის წინ საპატრიარქოს ეზოში თეთრი პრიუსით შევარდა.

“პირველების” ინფორმაციით,დაკავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი  როსტომ მაზმიშვილია. 

ის  ახლა თაბუკაშვილის პოლიციაშია გადაყვანილი. როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, დაკავებული ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, სავარაუდო დამნაშავე ნაქირავები ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელიც ერთი თვის წინ ერთ-ერთი კომპანიისგან იქირავა.

banner
წინა სტატიაში“რეპრესიების მოწყობა ვის გამოუვა გამოცდილ მიქანაძეზე უკეთ?!”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიამერცი: ვიმედოვნებ, სი ძინპინი მოუწოდებს პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, რომელსაც ის ვერ მოიგებს