14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ცნობილია საქართველოს ახალი პატრიარქის ვინაობა

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. ის დღეიდან შიო მესამედ იწოდება.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.

ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.

ახალი პატრიარქი, ბოლო 9 წელის განმავლობაში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სახელს ატარებდა. პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი სწორედ მისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე დაასახელა. 

მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა.

 

 

banner
წინა სტატიაში“სარემონტო სამუშაოებზე შეუთანხმდა, ვალდებულება არ შეასრულა და 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა”- პროკურატურა
შემდეგი სტატია“მეუფე შიოს გამორჩევა არის ისტორიული მოვლენა”- ლაშა პაპაშვილი