ცნობილია როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

news
ავტ.: news ივნისი 4, 2020 10:34

ცნობილია როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

edu.aris.ge-ს მიერ აგავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს.

ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს. უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი და საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ნათქვამია მიმართვაში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისთვის კი – 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ლარია.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2020 10:34

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics