ცნობილი ვიდეობლოგერები კანადაში ჩანჩქერიდან გადმოვარდნენ და დაიღუპნენ

კანადაში სამი ცნობილი ვიდეობლოგერი დაიღუპა, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობდნენ და Youtube-სთვის ვიდეოებს იღებდნენ. რაიკერ გემბელი, ალექსეი ლიახი და მეგან სკრეიპერი თავიანთ საერთაშორისო თავგადასავლებზე არხ High On Life-ზე ყვებოდნენ.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ჩანჩქერ შენონ ფოლსზე იმყოფებოდა, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარეობს, მაგრამ დაცურდნენ და 30 მეტრიდან გადავარდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ მოგზაურები სეირნობდნენ, როცა სკრეიპერი წყალმა გაიტაცა, მისი მხლებლები გოგონას გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ძლიერმა დინებამ სამივე გაიტაცა და ჩანჩქერიდან გადავარდნენ. ასევე, საუბარია, რომ მათთან იყო მეოთხე პირი, რომელიც ქვევით გაიქცა დასახმარებლად – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში“პანამური დოკუმენტების” საქმის გამო პაკისტანის ყოფილ პრემიერს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაპუტინი და ტრამპმა აპირებენ “ისაუბრონ ყველაფერზე, რაზეც მოესურვებათ”