ცნობილი რუსი ტელეწამყვანის მიერ წაკითხული პროპუტინისტური რეპი (ვიდეო)

ტელეარხ «Россия 1»-ის წამყვანმა დიმიტრი კისელიოვმა პროგრამა “Мастер смеха”-ს ეთერში რეპი წაიკითხა, სადაც ის რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობებს, ყირიმის ხიდს და “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ს შეეხო.

რეპის პირველ ნაწილში ტელეწამყვანმა აშშ-ზე გააკეთა აქცენტი – “სამზარეულოში ზიხარ და ამერიკას აგინებ – აბა, სცადე ეს ტელევიზიით გააკეთო” – ამბობს ჟურნალისტი, შემდეგ კი რუსეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე გადავიდა. მისი აზრით, რუსეთი მშვენივრად გრძნობს თავს ევროპული იმპორტის გარეშე და ის აბსოლუტურად გულგრილია სანქციების მიმართ. “მაგრამ ჩვენ მშვიდად, პროვოკაციების გარეშე გაგვყავს ჩვენი გაზსადენი მათ სანქციებზე” – კისილოვი ამბობს და ბოლოს თავის მსმენელს ყირიმში რეპ-ფესტივალზე ეპატიჟება.

ტელეარზი «Россия 1», სადაც დიმიტრი კისელიოვი გენერალური დირექტორი და საავტორო გადაცემის წამყვანია, ცნობილია თავისი პროპუტინური დამოკიდებულებით. გარდა ამისა, კისელიოვი კრემლის პოლიტიკის დიდი გულშემატკივარია.

 

https://www.youtube.com/watch?v=AASIdyGy8TU

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი ბართლომე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოწოდებას აკეთებს
შემდეგი სტატიაბრიტნი სპირსმა მამის ავადმყოფობის გამო კონცერტები გადადო