ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი (გოგი) თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი (გოგი) თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი თოდაძე ათეული წლების განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. სწორედ ამ თეატრში დაიდგა მისი ცნობილი სპექტაკლები: „ეზოში ავი ძაღლია“ და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“.

რეჟისორმა სხვადასხვა თეატრის სცენაზე 90-მდე სპექტაკლი დადგა.

გოგი თოდაძე იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა სკოლა სტუდია „ბერიკებს“.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში „ლელოს“ ოფისი გაიხსნა
შემდეგი სტატიაგიორგი ტყემალაძე – მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე