ცნობილი ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან

„სოლიდარობის ფონდი“ 24 დეკემბერს საქველმოქმედო საღამოს გეგმავს. ღონისძიების მიზანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თანხების მობილიზება და საზოგადოებისთვის ქველმოქმედების მნიშვნელობის შეხსენებაა.

ქველმოქმედების იდეის გარშემო ამჯერად ქართველი ცნობილი დიზაინერები ერთიანდებიან. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები. გაყიდვიდან შემოსული თანხა კი, სრულად გადაირიცხება ფონდში.

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 600-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ფონდის შექმნიდან დღემდე მობილიზებულია 15 000 000 ლარზე მეტი.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან საქართველოში უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიბიურომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადის გაზრდის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – მოსამართლეების კანდიდატურებად დასახელდა კლანი, რომელიც ძველ დროში სასამართლოში პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა