ცნობილი მუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი მუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა

jhgქართველი როკერი, ცნობილი მუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, მწერალი ტორესა მოსი ავრცელებს. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის სიმსივნე გახდა.

მუსიკოსი ბოლო პერიოდში ფილტვის სიმსივნით იყო ავად და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მისი სათანადო მკურნალობა ვერ მოხერხდა.
“ბერმუხა” თავის დროზე ერთადერთი დამოუკიდებელი მუსიკალური ჯგუფი იყო, რომელიც მაშინდელი რეჟიმის იდეოლოგიას უპირისპირდებოდა როგორც მუსიკით, ისე ცხოვრების წესით. ბაჩი ქიტიაშვილი კი ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა წყობისას მოახერხა აკრძალული როკმუსიკის დაკვრა. ჯგუფი „ბერმუხა“ 1965 წლიდან არსებობდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. ჯგუფის გამორჩეულად პოპულარული კომპოზიციებია „არწივი“ და „დღეს ჩვენ ერთად ვართ“.

https://youtu.be/Ey0XHvAaOBY

banner
წინა სტატიაშისმო­ლენ­ს­კის ტრა­გე­დი­ი­დან ექვსი წე­ლი გა­ვი­და
შემდეგი სტატია„თოლია“ ნაყინში ნესმის აღმოჩენას უარყოფს