ცნობილი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 5 (1)ლეგენდარული სპორტსმენი, მოჰალედ ალი დღეს დილით 75 წლის ასაკში არიზონას შტატის ქალაქ ფენიკსეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ალი ერთადერთი ბოქსიორია, რომელმაც მძიმე წონაში სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონი. თავისი თითქმის 20 წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში, მან 56 ბრძოლა მოიგო, მათგან 37 ნოკაური იყო.
თავდაპირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა კასიუს კლეის სახელით 1964 წელს, მანამდე 12 შეხვედრა ჰქონდა როგორც პროფესიონალ სპორტსმენს და ყველა მათგანი მოიგო.

1967 წელს სამხედრო სამსახურში წასვლაზე უარის გამო მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, ასევე აეკრძალა აშშ-ს ტერიტორიაზე ბრძოლების გამართვა და ქვეყნის დატოვება.
ბრძოლების ჩატარების უფლებას მას ჯორჯ ფორმანთან 1974 წელს ჩატარებულმა ორთაბრძოლამ მოუტანა. 1978 წელს ლეონ სპინკსთან წააგო ორთაბრძოლა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იმავე წელს დაიბრუნა.

მოჰამედ ალი ლუისვილში, კენკუტას შტატში დაიბადა მხატვარ კასიუს კლეისა და დიასახლის ოდესა კლეის ოჯახში. ბოქსიორის კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო.

ალი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. მას 6 შვილი ყავს.

muhamedi 3 (1)

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს აზიასთან აკავშირებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ