ცნობილი ხდება რამდენიმე დაღუპულის ვინაობა

ცნობილი ხდება ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად რამდენიმე დაღუპულის ვინაობა:
მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე, ბექა შათიკაშვილი.

დაღუპულებიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 – აუზში, 2 – სავარჯიშო დარბაზში.

დაღუპულებიდან 6 ახალგაზრდა სასტუმროში ვარჯიშობდა – 5 ბათუმელი, 1 გორელი. 22 წლის ბექა შათიკაშვილი ბათუმის სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ღვთისმშობლის ტაძრის სტიქაროსანი იყო. 1 მეზღვაური იყო, ნაოსნობიდან 1 კვირის წინ დაბრუნდა. “დარბაზში 1 საათის მისულები იყვნენ. ცეცხლი საუნიდან გავრცელდა. შუქი ჩაქრა, გზა ვერ გაიკვლიეს და გაიგუდნენ”, – ამბობენ ახლობლები.

ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა – 10 საქართველოს, 1 ირანის მოქალაქე.

დაშავდა 21 ადამიანი – 5 თურქეთის, 1 ისრაელის მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქმა ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდთან” გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადა
შემდეგი სტატიაბათუმში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სახალხო დამცველი ეხმიანება