ცნობილი ხდება იმ საგზაო დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც, შესაძლოა, ჯარიმები 40-75%-ით შემცირდეს. აღნიშნული ინიციატივით „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ პარლამენტს მიმართა.
15-40 კმ/სთ-ით დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 100 ლარიდან 60 ლარამდე შემცირება.
სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირება.
სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, თუ ქმედებას არ მოჰყოლია საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის წარმოშობა, ჯარიმის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 20-ის ნაცვლად 10 ქულით შემცირება.
ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას 10-ს ნაცვლად 5 ქულით.
ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 20 ლარამდე შემცირება.
ამკრძალავი საგზაო ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ – მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 200 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქციის 100 ლარის ოდენობით განსაზღვრას და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესაძლებლობის შენარჩუნება.
BUS LANE-ზე მოძრაობისთვის გათვალისწინებული დამატებითი სანქციის – მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას 15-ის ნაცვლად 5 ქულით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 30-ის ნაცვლად 10 ქულის დაკლება.
თბილისში N2 და N3 კატეგორიის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის, როდესაც გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის, გათვალისწინებული 500-ლარიანი ჯარიმის 250 ლარამდე შემცირება.
რამდენიმე დღის წინ “ოცნების” წევრმა კირცხალიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც.















