“ცნობილი არ არის გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ჩუგოშვილი, ხულორდავა და ცქიტიშვილი პარტიას”

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის საჯაროდ ცნობილი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ . როგორც თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა მნიშვნელოვან რეფორმაში და პოზიტიურ ინიციატივებში პარტიას მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

„უმრავლესობის სხდომაზე შევიკრიბებით ის წევრები, ვინც რჩება უმრავლესობის შიგნით. რაც შეეხება ჩვენს თანაგუნდელებს, რომლებმაც სამწუხაროდ, დატოვეს უმრავლესობა, ჩვენ გვქონდა მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები მომავალში ყველა მნიშვნელოვან რეფორმაში და პოზიტიურ ინიციატივებში გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშინესტან კირთაძე  წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზატორებს მიმართავს
შემდეგი სტატია“ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი”-არჩილ თალაკვაძე