ცნობილ მომღერალს ერდოღანის შეურაცხჰყოფის გამო ციხე მიუსაჯეს

თურქეთში, ოპოზიციურად განწყობილ ცნობილ მომღერალს – მეჰმეთ სუავის, თურქეთის პრზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის საჯარო შეურაცხჰყოფის გამო, 11 თვითა და 20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთანავე, სასამართლომ სუავის 14000 თურქული ლირის (3500 დოლარამდე) გადახდა დააკისრა.
სუავის ბრალად ედება პრეზიდენტის საჯარო შეურაცხჰყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მან, 2017 წელს, ერთ-ერთი გამოსვლისას რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ფეტულაფ გულენის ლაქიად მოიხსენია და განაცხადა, რომ ,,არავითარი განსხვავება არ არის ფეტულაჰსა და ტაიპს, შორის, რომელიც გუშინდელ დღემდე მისი ფეხსაცმლის თასმების შეკვრით იყო დაკავებული”

სუავის ადვოკატის ერჯან დემირის განცხადებით, მსგავსი სასჯელი დიდ საფრთხეს უქმნის თუქრეთის საზოგადოებში სიტყვის თავისუფლებას.
,,ევროკავშირში მსგავს გამონათქვამების განხილვაც კი დაუშვებელი იქნებოდა სასამართლო დონეზე, არათუ ამის გამო ადამიანის ციხეში ჩასმა,”-აცხადებს ცნობილი მომღერლის ადვოკატი, რომელიც საქმის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიკიევი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანაზე დათანხმდა
შემდეგი სტატიაპაკისტანიდან ირანზე თავდასხმა განხორციელდა