CNN – ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული კამათის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა.

CNN-ის წყაროს ცნობით, გაუქმდა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენციაც.

banner
წინა სტატიაშიომის წესი იყო – ვინც იწყებდა ომს, ის იხდიდა ფასს, პუტინმა დაიწყო ომი, მან უნდა გადაიხადოს ფასი-ზელენსკი ტრამპს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – მადლობა ამერიკა, მადლობა დონალდ ტრამპ, კონგრესო და ამერიკელო ხალხო – უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ