8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

CNN: ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

CNN -ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დიზელის საწვავის ფასების რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირებას წითელი საღებავით შეღებილ დიზელზე შეზღუდვების მოხსნით ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპმა ნებრასკას შტატში მხარდამჭერებს განუცხადა, რომ აღნიშნული ბრძანებით ისინი „წითლად შეღებილი დიზელის შეძენას დაუბეგრავად შეძლებენ“.

„ეს ბრძანება ხელს შეუწყობს ყველა სახის საქონელზე, კერძოდ საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებას“, – აღნიშნა ტრამპმა.

წითლად შეღებილი დიზელის საწვავი ქიმიური შემადგენლობით ჩვეულებრივი დიზელისგან არაფრით განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება წითელი ფერი და მისი დანიშნულებაა. წითელი საღებავით შეღებილი დიზელის საწვავი გადასახადით არ იბეგრება და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც გამოცემა წერს, გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფალი დიზელის საწვავის გამოყენებაზე ნებართვის გაცემით ყველაზე მეტად სატვირთო ავტომობილების მძღოლები ისარგებლებენ.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 540 სამხედრო დაკარგა
შემდეგი სტატიასოციალური სამართლიანობის ცენტრი: საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს