CNN ტრამპის სიკვდილის შესახებ სიუჟეტის გამო გაკიცხეს

CNN-ის სიუჟეტის გამო, რომელიც ტრამპის შესაძლო სიკვდილის შემდეგ მოვლენების სავარაუდო განვითარებას ეხებოდა, მომხმარებლებმა ტელეკომპანია გაკიცხეს.
იუზერები თვლიან, რომ CNN-მა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ბარაკ ობამას ადმინისტრაციას და “ჟურნალისტების დისკვალიფიკაცია” მოითხოვეს.
“CNN-ი ტრამპის მკვლელობის მოწოდებას აკეთებს? და რატომ არ მიკვირს?” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ზოგიერთმა ისიც აღნიშნა, რომ სხვა არხებითაც გადაიცა სიუჟეტები, სადაც პრეზიდენტების შესაძლო თავდასხმაზე იყო საუბარი. მაგალითად, PBS-მ აბრაამ ლინკოლნზე თავდასხმის შესახებ გაუშვა დოკუმენტური ფილმი.
“სიენენი”-ს რეპორტაჟი 18 იანვარს გავიდა ეთერში.
ჟურნალისტმა ბრაიან ტოდმა ტრამპზე თავდასხმის სცენარზე ისაუბრა და თქვა, რომ თუკი ქვეყნის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მოკლული იქნება, ან სხვა მიზეზებით ქვეყნის მართვას ვერ შეძლებენ, მოვალეობის შესრულება წარმომადგენლობითი პალატის სპიკერზე გადადის. თუკი ისიც დაშავდება, პოსტი სენატის დროებით პრეზიდენტზე გადავა, შემდეგ კი მინისტრებზე.

banner
წინა სტატიაშიობამამ ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა
შემდეგი სტატია“ვხედავ საფრთხის შემცველ პროცესს” – ინაშვილი “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე