CNN: თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ამ დღეებში გადადგება

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი ამ დღეებში გადადგება – საკუთარ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით 7 დეკემბერს ავრცელებს. Reuters-ის წყაროები, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ადასტურებენ. იმაზე, რომ 68 წლის კელისთან ტრამპს კარგი ურთიერთობა არა აქვს, ამერიკულმა მედიამ არა ერთხელ დაწერა. მედია საკუთარ წყეროებს ციტირებდა და ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტსა და აპარატის უფროსს შორის ურთიერთობა ისეთია, რომ “უარესი არ შეიძლება იყოს”. Reuters-ის წყაროები ნოემბერში ამბობდნენ, რომ ტრამპი კელის შემცვლელს ეძებს. ერთ-ერთ პრეტენდენტად ნიკ აიერსი სახლედებოდა, რომელიც ახლა ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის აპარატის ხელმძღვანელია. კელი თეთრ სახლს უკანასკნელი 17 თვის მანძილზე ხელმძღვანელობს. ამ პოსტზე მან რინს პრიბუსი შეცვალა.

banner
წინა სტატიაშილავროვი: უკრაინელი მეზღვაურების გადაცემის შესახებ საუბარი მხოლოდ სასამართლოს შემდეგ შეიძლება
შემდეგი სტატიააშშ სირიაში ოპოზიციის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს