CNN: “სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში ჩავა და სავარაუდოდ, პუტინს შეხვდება”

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში გაემგზავრება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, უიტკოფი რუსეთის დედაქალაქში, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

კვირას უიტკოფი ფლორიდაში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად, მაღალი დონის უკრაინულ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია, ყველა საკითხი განიხილებოდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაზე მკაფიო ფოკუსირებით” – ზელენსკი
შემდეგი სტატია“არსებობს კარგი შანსი, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიოთ” – ტრამპი