CNN: რუსეთი შესაძლოა ამზადებს დივერსიას საერთაშორისო წყალქვეშა კომუნიკაციების წინააღმდეგ

შეერთებული შტატები ხედავს და აკვირდება რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდას საკვანძო წყალქვეშა კაბელების ზონაში და თვლის, რომ რუსეთი ახლა უფრო სავარაუდოა, რომ განახორციელოს პოტენციური დივერსიული ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის კრიტიკული ნაწილის გამორთვას,- იტყობინება CNN, ორ ანონიმზე დაყრდნობით.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის საზღვაო ძალების გაზრდილი აქტივობით მთელ მსოფლიოში და რომ რუსეთის გათვლები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წყალქვეშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ შეიძლება შეიცვალოს“, – განუცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.
”რუსეთი აგრძელებს საზღვაო შესაძლებლობების განვითარებას წყალქვეშა დივერსიისთვის, ძირითადად GUGI-ის მეშვეობით (საიდუმლო განყოფილება), რომელიც აკონტროლებს ზედაპირულ ხომალდებს, წყალქვეშა ნავებს და საზღვაო თვითმფრინავებს.”
CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები რეგულარულად აკვირდება რუსულ გემებს, რომლებიც პატრულირებენ კრიტიკულ საზღვაო ინფრასტრუქტურას და წყალქვეშა კაბელებს, ხშირად რუსეთის სანაპიროებიდან “შორს”.
CNN-ი იუწყება, რომ გასულ წელს, შვედეთის, დანიის, ნორვეგიისა და ფინეთის ერთობლივი გამოძიებამ დაადგინა, რომ პოტენციური დივერსიის მიზნით რუსეთს აქვს საეჭვო ჯაშუშური გემების ფლოტი, რომლებიც მოქმედებენ ჩრდილოეთ ევროპის წყლებში.

banner
წინა სტატიაშიჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის მცდელობები გავლენა მოახდინოს აშშ-ის არჩევნებზე, ამერიკელებმა სერიოზულად უნდა მიიღონ
შემდეგი სტატიანიკო მანაგაძე: ” ასე გათენდა დილა – რეჟიმის ნაბიჭვრებმა მანქანა გადაგვიღებეს”