CNN – ოდესაში რუსული რაკეტა ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის კოლონიდან 500 მეტრში ჩამოვარდა

CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოთხშაბათს რუსული რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისიდან სულ რაღაც 500 მეტრში, ოდესის დაბომბვის დროს.

ტელეკომპანიის თანამოსაუბრე ამბობს, რომ კოლონის წევრებმა დარტყმის ტალღა იგრძნეს და დაინახეს “სოკოს ფორმის ღრუბელი”.

უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა CNN-ს განუცხადა, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, თუმცა არც ზელენსკი და არც მიცოტაკისი არ დაშავებულან.

“როცა მანქანებში ჩავჯექით, მალე, დიდი აფეთქების ხმა გავიგეთ”, – განუცხადა მიცოტაკისმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს.

“ვფიქრობ, ეს ჩვენთვის საუკეთესო, ყველაზე ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ აქ ნამდვილი ომი მიმდინარეობს. ყოველდღე არის ომი, რომელიც მხოლოდ ფრონტზე, ჯარისკაცებზე კი არ მოქმედებს, ის ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ეხება”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიამდინარაძე „ენჯეოებზე“ – იმიტომ იბრძოლეს, იმიტომ მოატყუეს ამდენი ახალგაზრდა, იმიტომ ჩაიდინეს საუკუნის აფერა, რომ არ გასაჯაროებულიყო მათი ფინანსები