CNN-მა თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორის დაასახელა

„დიზაინზე ორიენტირებული 7 ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახო“ – ამ სიტყვებით ასათაურებს სტატიას ამერიკული ტელეკომპანია. CNN-ის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში კანადის, საფრანგეთის, იაპონიის, ომანის, შოტლანდიისა და მექსიკის დედაქალაქებთან ერთად თბილისი, აუცილებლად სანახავი ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა.

„თბილისი საქართველო, ჰოლივუდი, ცხელი წერტილი ჰიფსტერებისთვის“ – ასე იწყებს სტატიის ავტორი საქართველოს დედაქალაქის აღწერას და აღნიშნავს, რომ თბილისი, სადაც ახალ მერად ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე აირჩიეს, მოდისა და ხელოვნების ქალაქი გახდა.

ყურადღება გამახვილებულია ქალაქის ბიუჯეტზეც და აღნიშნულია, რომ 334 მილიონი ძირითადად ტრანსპორტისა და ინფრასტურქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული. CNN-ი წერს, რომ თბილსი გამოირჩევა საუკეთესო ელექტრონული მუსიკით, ღვინითა და „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულით.

ავტორს არ დავიწყებია ისიც, რომ 2017 წლის ნოემბერში თბილისს ამერიკელი რეჟისორი, დევიდ ლინჩი ეწვია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატია“მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო”- მალხაზ მაჩალიკაშვილი