CNN-მა ჰილარი კლინტონტან შეთანხმებული შეკითხვის გამო ჟურნალისტი გაანთავისუფლა

14881357_667968126696711_1138836312_oThe New York Times-ის ცნობით, CNN-მა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის – ჰილარი კლინტონის შტაბთან კავშირისა და დებატების დროს წინასწარ შეთანხმებული შეკითხვის დასმის გამო, პოლიტიკური მიმომხილველი დონა ბრაზილი სამსახურიდან გაუშვა.
ინფორმაცია ბრაზილის ქმედების შესახებ CNN-მა WikiLeaks -ის მიერ გამოქვეყნებული, კლინტონის შტაბის წევრის ჯონ პოდესტას გატეხილი ელ-ფოსტის წერილებიდან შეიტყო.
ტელეარხის ხელმძღვანელის ლოურენ პრატაპასის განცხადებით, მათ სერიოზული უხერხულობა იგრძნეს, როცა შეიტყვეს თავიანთი ჟურნალისტის კლინტონის შტაბთან ფარული კავშირის შესახებ, ამიტომაც ხელშეკრულება გაუწყვიტეს ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაშიასადის ოპოზიციამ ალეპოში ცნობილი ირანელი გენერალი მოკლა
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა