CNN-მა გაავრცელა ვიდეო ბუჩადან, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადაუარეს რუსებმა ჯავშანტექნიკით დაღუპულთა ცხედრებს (ვიდეო)

ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადაუარეს რუსმა ოკუპანტებმა ბუჩაში, ქალაქის დაღუპული მცხოვრებლების ცხედრებს სამხედრო ჯავშანტექნიკით.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა ჟურნალისტებმა მიიღეს ვიდეო, რომელიც ბუჩას თავზე 12 და 13 მარტსაა გადაღებული. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მიწოდებული მასალები გადაამოწმეს და დაადასტურეს, რომ აღნიშნული დრონი, ამ დღეების განმავლობაში ბუჩას მართლაც იღებდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ქუჩებში გაწოლილი ადამიანების გვამები. ისინი სწორედ იმ ცხედრების მსგავსია, რომლებიც რუსული ოკუპაციისგან ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა და საერთაშორისო ჟურნალისტებმა, 1-3 აპრილს იპოვეს.

მედიის ცნობით, ცხედრებს ორი დღის განმავლობაში, დამპყრობლები რუსული სამხედრო ჯავშანტექნიკით ზედ უვლიდნენ.

ვიდეო ადასტურებს იმას, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ბუჩაში იმ დროს, როდესაც ქალაქი რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო, მართლაც მოხდა. აღნიშნული დასკვნა კი, თავისთავად რუსეთის ხელისუფლების ბრალდებას პროვოკაციასა და შემთხვევის ადგილზე დანაშაულის ინსცენირების შესახებ განცხადებებს უარყოფს.

https://youtu.be/95DRyE0-Bpk

banner
წინა სტატიაშიერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების შესაძლებლობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეშვიდედ გაცვალეს | თავისუფალია 33 სამხედრო და 12 მშვიდობიანი მოქალაქე